ჟურნალი პოლიტიკა და დემოკრატიზაცია არის ახალი, ინტერდისციპლინარული, რეცენზირებული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა ტროას უნივერსიტეტის (ტროა, ალაბამა) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA, თბილისი, საქართველო) პარტნიორობით.

ჟურნალში მიმოხილულია საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, უსაფრთხოების, სამართლისა და ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები, საკითხები და წარსულში მომხდარი პროცესების ანალიზი.

ჟურნალის პირველადი გეოგრაფიული ფოკუსი არის ევროპა, რუსეთი და კავკასიის რეგიონი, თუმცა განხილული იქნება წინადადებები სხვა რეგიონებიდანაც.